საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ შიბლიანის მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.
იგი კახეთში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ხატია დეკანოიძესთან ერთად ჩავიდა.
შიბლიანის მოსწავლეები სასწავლო წლის დაწყებას ახალ სკოლაში შეხვდნენ. მანამდე, 50-მდე მოსწავლე გამგეობის ძველ შენობაში სწავლობდა. ახალი სკოლა კი - 190 მოსწავლეზეა გათვლილი.
„რაც უნდა პატარა იყოს სოფელი, სკოლა უნდა გაკეთდეს კარგად. რა თქმა უნდა, ჯერ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილას სკოლები კიდევ გასაკეთებელია, მაგრამ ახლებიც გაიხსნა“- აღნიშნა პრეზიდენტმა.

















