"ქრისტიან-დემოკრატების" წევრი ზაზა გაბუნია ბათუმში აზიზეის მეჩეთის მშენებლობას ხელისუფლების ახირებად და თავსმოხვეულ თემად მიიჩნევს.
მისი თქით, რასაც ხელისუფლება ეროვნული საგანძურის გადასარჩენად მოსახლეობას სთავაზობს, მუსულმანი ქართველებისთვისაც კი, მიუღებელია.
"ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა, რისთვის აშენებს ხელისუფლება მეჩეთს. სახელმწიფოს წყარო - ეს არის საკუთარი მოქალაქე და როცა ინტერესების გადანაწილებაზეა საუბარი, პირველ რიგში მან საკუთარი მოქალაქის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ქართველ მუსულმანებს არ სურთ ბათუმში იხილონ აზიზეის სახელობის მეჩეთი, რაც ლოგიკურია და ეროვნული პოზიციაა. ამას ქრისტიან-დემოკრატებიც ვიზიარებთ", - განუცხადა "ნიუსპრესს" ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა აჭარაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მკვეთრი პოზიციები არსებობს, ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისგან.
"ქრისტიან-დემოკრატები" დღეს ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი იუნეკერების საფლავზე ჩატარებულ ღვთისმსახურებას დაესწრნენ.

















