logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ქიტიაშვილი: გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს
თამარ ქიტიაშვილი: გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს
13:36 13.11.2020
პროფესიული განათლების ევროპული კვირეულის ფარგლებში, ევროპის კომისიის ორგანიზებით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს მიეძღვნა, მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, ევროპის განათლების ფონდის დირექტორთან, ჩეზარე ონესტინთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მიიღო.

თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს მიერ პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და ამ პროცესში სისტემაში ხარისხის სტანდარტების დანერგვისა და განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრის მოადგილემ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რაც პანდემიის პირობებში პროფესიული განათლების კუთხით ქვეყანაში შეიქმნა.

თამარ ქიტიაშვილი ასევე შეეხო საქართველოში სპეციალისტთა საერთაშორისო სერტიფიცირებისა და გაცვლითი პროექტების წარმატებულ პრაქტიკას, რაც, მისი შეფასებით, პროფესიული უნარების განვითარებისა და ადგილობრივი ხარისხის ამაღლებისთვის საუკეთესო გზას წარმოადგენს.

„ევროკავშირისა და სხვადასხვა დონორთა მხარდაჭერით ქვეყანაში უკვე დაინერგა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის ჩარჩო, მომზადდა გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების დანერგვის საფუძველი, ასევე, უცხოურ ენათა სწავლების ახალი მოდელი. გვჯერა, რომ საქართველოს შეუძლია საერთაშორისო დონის პროფესიონალები შესთავაზოს გლობალურ ბაზარს“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი თქმით, პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქვეყნებს შორის შრომითი მობილობისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერას, არამედ სოციალურ და კულტურულ ინტეგრაციასაც.

შეხვედრის ბოლოს თამარ ქიტიაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის განვითარების ფონდს (ETF) გაწეული დახმარებისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

პროფესიული უნარების ევროპული კვირეული მიზნად ისახავს პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებას. იგი პირველად 2016 წელს გაიმართა ბრიუსელში. მას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც შეუერთდა. სხვადსხვა ქვეყნები პროფესიული უნარების კვირეულს ეროვნულ დონეზეც მართავენ. 2020 წლის დეკემბერში პროფესიული განათლების ეროვნული კვირეული საქართველოში დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა