logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი PASCH-ის სკოლებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა
თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტი PASCH-ის სკოლებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესოდ დასახელდა
19:07 12.11.2020
ქალაქ თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პროექტმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული საერთაშორისო პროგრამის „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ ფარგლებში (PASCH) მონაწილე სკოლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოდ დასახელდა.

გამარჯვებული პროექტი „ეკო-ტურიზმი“, რომელიც თბილისის 21-ე საჯარო სკოლამ 2019-2020 სასწავლო წელს ჰომბურგის ზაარპლაცის გიმნაზიასთან ერთად შეიმუშავა, სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობას მოიცავდა. მათ შორის, ორმხრივი ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ორივე ქვეყნის ფლორა-ფაუნა და მონაწილეობა მიიღეს ვორკშოფებში, ტურისტული ბილიკების მარკირებისა და ჰერბარიუმების შექმნის პროცესში. ჩართულმა მხარეებმა პროექტის საბოლოო შედეგებზე პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც პროექტის დასასრულს PASCH-ის ჟიურის წევრებს წარუდგინეს.

პარტნიორულ პროექტში თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და დირექტორთან ერთად ზაარპლაცის გიმნაზიის დირექტორი იორგერ მათიო, პროგრამის კოორდინატორი სიმონე ლუკასი და ბიოლოგიის მასწავლებელი რალფ დოლგასტი მონაწილეობდნენ.

2020-2021 სასწავლო წელს, პანდემიის პირობებში, ინიციატივა „სკოლები – მომავლის პარტნიორები“ განსხვავებულ თემატიკაზე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით, ონლაინ რეჟიმში კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

PASCH-ის პროგრამა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის თებერვალში დაიწყო და ის, სკოლებს შორის მსოფლიო პარტნიორული ქსელის შექმნისა და ახალგაზრდებში გერმანული ენის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, 2000 სკოლას აერთიანებს. ინიციატივას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო უწევს კოორდინაციას, ხოლო მისი განხორციელება უცხოეთის სასკოლო სისტემების ცენტრალურ სააგენტოს, გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურისა და კულტურის მინისტრთა კონფერენციის (კმკ) პედაგოგიური გაცვლითი სამსახურის ხელშეწყობით ხდება.
სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა PASCH-ის პროგრამაში უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობს და ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს სკოლების ჩამონათვალში. 2017 წელს თბილისის 21-ე საჯარო სკოლა მოხვდა ლიდერთა სამეულში და მიწვეული იყო შვეიცარიაში საერთაშორისო კონფერენციაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა