logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ევროკავშირის კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ იწყება
ევროკავშირის კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ იწყება
15:54 12.11.2020
მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროკავშირის პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკაია-კიურის (MSCA) კონკურსის „ევროპელ მკვლევართა ღამის“ გამარჯვებული პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ განხორციელებას იწყებს.

აღნიშნული პროექტით საქართველო საერთო-ევროპულ ფესტივალს „ევროპელ მკვლევართა ღამეს“ უერთდება, რომელშიც მონაწილეობას ევროკავშირისა და ჰორიზონტი 2020 ასოცირებული 30 ქვეყანა იღებს. 2020 წლის 27-28 ნოემბერს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი, სახალისო, კულტურული, სპორტული აქტივობები, თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ჩატარდება. ისტორიაში პირველად საქართველო გამოჩნდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, რომელიც ფესტივალის „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.

პროექტით გათვალისწინებულია წინარე ღონისძიებებიც, კერძოდ, მოთხრობების კონკურსი სტუდენტებისთვის – „O Captain! My Captain our Scientific trip here starts“; პიესების კონკურსი მარია სკლადოვსკა-კიურის ცხოვრების შესახებ სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის; კონკურსი სამეცნიერო თემატიკაზე მუსიკალური კომპოზიციისა და ნახატის შესაქმნელად; „ღია ლაბორატორიებისა და მუზეუმების“ ორგანიზება სკოლის მოსწავლეებისთვის, ტრენინგი „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ Twinning-ის მხარდაჭერით და ა. შ.

პროექტის განხორციელებაში ჩართული არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები, მწერალთა სახლი, ასევე, მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე პირები.

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და “Horizon 2020” პროგრამის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება. სწორედ აღნიშნული ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსის, „ევროპელ მკვლევართა ღამის“, გამარჯვებული გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი „მეცნიერება კაპიტანია“ , რომლის საგრანტო ბიუჯეტი 197 500 ევროს შეადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა