logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კვიტაშვილი უნივერსიტეტიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს
კვიტაშვილი უნივერსიტეტიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს
13:18 17.09.2012
თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი სტუდენტების ბრალდებებს უნივერსიტეტიდან პოლიტკური ნიშნით ლექტორების გათავისუფლების შესახებ, კატეგორიულად უარყოფს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს სანდრო კვიტაშვილმა უნივერსიტეტში სტუდენტების აქციისა და მათი მოთხოვნების კომენტირებისას განუცხადა.

სტუდენტების მოთხოვნა, სწავლის საფასურის შემცირებასთან და სხვა ტექნიკური საკითხების მოგვარებასთან ერთად, უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების დათხოვნის შეწყვეტაა.

კვიტაშვილის განმარტებით, იმ თანამშრომლებს, რომელთა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში მას ადანაშაულებენ, უბრალოდ შრომითი ხელშეკრულების ვადა გაუვიდათ.

ამასთან, უნივერსიტეტის რექტორი აქციის მონაწილე სტუდენტების მოთხოვნის გარკვეულ ნაწილს სამართლიანად მიიჩნევს. თუმცა, მისი თქმით, სტუდენტების ზოგიერთი მოთხოვნა უნივერსიტეტის პრეროგატივას არ უკავშირდება და სწორედ, ამიტომ ვერ სრულდება.

კვიტაშვილის განცხადებით, ბაზების პრობლემა მართლაც არსებობს უნივერსიტეტში, მაგრამ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და მისი მოგვარება დროს მოითხოვს. უნივერსიტეტში შეიცვალა IT პროგრამის სამსახურიც.

„რაც შეეხება რეგენტთა საბჭოს გაუქმების მოთხოვნას, ეს არ არის უნივერსიტეტის პრეროგატივა და ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილებების შეტანა“ - განაცხადა კვიტაშვილმა და დასძინა, რომ ის მზადაა სტუდენტებს ნებისმიერ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი გასცეს.

სტუდენტთა ნაწილმა დღეს სხვადასხვა მოთხოვნებით უნივერისტეტში ხმაურიანი აქცია გამართა. მათ კითხვები აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ ვერ ირჩევენ საგნებს, რისთვის არის აუცილებელი უნივერსიტეტში რეგენტთა საბჭო, რატომ ხდება უნივერსიტეტში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა