თსუ-ში აქციის მონაწილე სტუდენტებთან შესახვედრად გამოსულ უნივერსიტეტის რექტორს ალექსანდრე კვიტაშვილსა და სტუდენტებს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
უნივერსიტეტის რექტორმა აქციის მონაწილე სტუდენტები კაბინეტში მოსალაპარკებლად მიიწვია, თუმცა, სტუდენტები რექტორთან სასაუბროდ არ შევიდნენ და მას იქვე მოსთხოვეს კითხვებზე პასუხების გაცემა.
სტუდენტებმა რექტორი ტყუილში დაადანაშაულეს და განუცხადეს, რომ მისი დაპირებების არ სჯერათ, რადგან რექტორმა ისინი უკვე მრავალჯერ მოატყუა.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ სტუდენტთან სასაუბროდ, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მის კაბინეტთან ხმურის გამო, მას საუბრის საშუალება არ მიეცა.
სტუდენტებს რექტორის მიმართ შემდეგ კითხვები ჰქონდათ - რატომ ვერ ირჩევენ ისინი საგნებს, რისთვის არის აუცილებელი უნივერსიტეტში რეგენტთა საბჭო, რატომ ხდება უნივერსიტეტში თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება.

















