logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 ორ ბრალდებულს დაუდასტურდა, რომლებიც სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები იყვნენ
პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში covid-19 ორ ბრალდებულს დაუდასტურდა, რომლებიც სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები იყვნენ
21:18 08.11.2020
"2020 წლის 8 ნოემბერს covid-19 დაუდასტურდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (რომელიც ყოფილი N9 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზეა განთავსებული) მყოფ ორ ბრალდებულს, ი.ს.-ს (რომელიც საკარანტინო სივრცეში 26 ოქტომბერს მოთავსდა) და ქ.ქ.-ს (საკარანტინო სივრცეში მოთავსდა 27 ოქტომბერს)" - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პენიტენციურ სისტემაში 12 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი პროტოკოლის თანახმად, ახალდაკავებული ბრალდებულები, რომლებიც მოთავსებულები არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკის, ან პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში, 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ PCR ტესტირებას გადიან და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში.

"სწორედ ასეთი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა ვირუსი კარანტინში მყოფ ორ ახალდაკავებულ ბრალდებულს. ორივე პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ, ე.წ. კოვიდკლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მათზე ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით განხორციელდება, რათა არ იყოს კლინიკაში მათთან ერთად ესკორტის ოფიცრების ყოფნის საჭიროება. მოცემული პირები ერთ საკანში იყვნენ განთავსებულები და ამავე საკანში მათთან ერთად კიდევ ერთი ახალდაკავებული ბრალდებული იმყოფებოდა, რომლის გეგმიური PCR ტესტირების პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა კოვიდდადასტურებულ პირებთან კონტაქტის გამო იგი 12-დღიან საკარანტინო პერიოდს კიდევ ერთხელ გაივლის და მხოლოდ ამ ვადის გასვლის და PCR ტესტირების გავლის შემდეგ იქნება გადაყვანილი ე.წ. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში.

რაც შეეხება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფ დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ფარი, ხელთათმანები და ა.შ.) აღჭურვილები არიან. ამასთან, ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ და დაწესებულებაში შესვლამდე PCR ტესტირებას გადიან, ხოლო 23 ოქტომბრიდან ამოქმედებული ახალი სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, დამატებით კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ყოველ 72 საათში ერთხელ კი სწრაფი ტესტით მოწმდებიან. საკნებს, სადაც ინფიცირებული პირები იმყოფებოდნენ, არაგეგმიური დეზინფექცია ჩაუტარდა (გეგმიურად დეზინფექცია დაწესებულებებში პერიოდულად ტარდება).

ინფორმაციისთვის, 12 ოქტომბერს ახალი სამედიცინო პროტოკოლის ამოქმედების (ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება 12-დღიანი საკარანტინო ვადის გასვლის შემდეგ) შედეგად ახალდაკავებულ ბრალდებულებში covid-19-ის 4 შემთხვევა იქნა გამოვლენილი და თითოეულმა ამ პირმა მკურნალობა გაიარა შესაბამის სამოქალაქო კლინიკებში" - აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა