logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ - თსუ-ში ონლაინკონფერენცია გაიმართა
„გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში“ - თსუ-ში ონლაინკონფერენცია გაიმართა
17:29 06.11.2020
COVID-19-ის პანდემიის გავლენა მსოფლიო, მათ შორის, ქართულ ეკონომიკაზე, პრობლემების განხილვა და საერთაშორისო მაგალითების, რეკომენდაციების გაზიარება იყო მთავარი თემა მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე“გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ონლაინკონფერენციის პლენარულ სხდომას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, ეკონომიკური პროფილის ქართველი და უცხოელი მეცნიერები, უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ინსტიტუტების პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები ესწრებოდნენ.

ონლაინკონფერენციის მონაწილეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე მიესალმა და აღნიშნა, რომ „დღეს მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ პანდემიის, არამედ ეკონომიკური სირთულეების გამო, რომელიც მთელ მსოფლიოში მწვავედ დგას. რთულ სიტუაციაში გვიწევს ცხოვრება, სწავლება, კვლევა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატი და დიალოგი ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მივიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე.“

კორონავირუსის გამოწვეულ გლობალურ პრობლემებზე და ამ კუთხით სამეცნიერო საქმიანობის და სწავლების ხელსეწყობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა. მისი თქმით, „დღევანდელი კონფერენცია მისი შინაარსით მნიშვნელოვანია და ის ეფუძნება, როგორც ახალი ცოდნის შექმნას, ახალი თეორიების განვითარებას, ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოყენებითი კომპონენტი. რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მეცნიერებს და მკლევრებს, რომლებიც ეკონომიკისა და ბიზნესის დარგში მოღვაწეობენ. მიუხედავად ჩვენი ჩაკეტვისა ვახერხებთ შევქმნათ ერთიანი სივრცე, გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები და გავუზიაროთ ის კვლევები, რომლებიც მიმდინარეობს, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო ჭრილში.“

„პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეკონომიკის მიმართულებებზე და განვითარების გრძელვადიან მიზნებზე. დღეს, უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნებმა მოახერხონ და იპოვონ ოპტიმალური ბალანსი გლობალიზაციასა და ეკონომიკის თვითკმარობის აუცილებელ დონეს შორის,“- განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ.

თსუ ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გლობალიზაციის ეპოქაში ეკომომიკაზე კორონავირუსის შედეგად არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „დღეს ყველა ელის პასუხებს ეკონომისტებისაგან - თუ რა ხდება მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ამისათვის კლასიკური, პროფესიონალური პასუხი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს გლობალიზაცია, მეორე მხრივ კი - პანდემია. თუ რას მივიღებთ შედეგად, ამ ეტაპზე არის ბუნდოვანი. ჩვენი კონფერენცია მრავალ მნიშვნელოვან თემას შეეხება და იმედი მაქვს, რომ ეს დაგვეხმარება მივიღოთ გარკვეული პასუხები.“

ინგოლშტადტის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა გიუნტერ ჰოფბაუერმა პლენარულ სხდომაზე წაიკითხა მოხსენება „გერმანიის საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა“. მისი თქმით, „კონფერენცია იძლევა იდეების გაცვლის ძალიან კარგ საშუალებას. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ერთიანი ძალებით.“

„საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის მდგრადი განვითარების პოსტ პანდემიური პერპსექტივები“ იყო თსუ პროფესორმის იოსებ ხელაშვილის თემა. მისი თქმით, კორონავირუსის შემდგომ პერიოდში „ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის და გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ბაზრების მოძიება, მაღალი ხარისხისა და ინოვაციური სერვისების განვითარება, რომელიც დაეფუძნება ადგილობრივ ბუნებრივ და კულტურულ თავისებურებებს. ამ პროცესში აუცილებლად უნდა იქნას წინწამოწეული ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, ბიზნეს გარემო და საინვესტიციო კლიმატი.”

ონლაინკონფერენციის მუშაობა სამეცნიერო თემატიკის მიხედვით 16 სექციაში გაგრძელდა. კონფერენცია ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გაიმართა და მისი ლაივ ტრანსლირება თსუ ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა