logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის, „მთვარ არხს“, „იმედს“, „ფორმულას“ და „პალიტრა ტვ“-ის ოქმი შეუდგინა, „ტვ პირველს“ და 4 რეგიონული მაუწყებელს - არა
კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის, „მთვარ არხს“, „იმედს“, „ფორმულას“ და „პალიტრა ტვ“-ის ოქმი შეუდგინა, „ტვ პირველს“ და 4 რეგიონული მაუწყებელს - არა
21:55 05.11.2020
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე 10 მაუწყებლის მიერსაპარლამენტო არჩევნების დროს „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევის საკითხები განიხილა. კომისიამ „მთავარ არხს“, ტელეკომპანია „იმედს“, „პალიტრა ტვ-ის“ და „ილიონ ტვ-ის“ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. მათ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლი დაარღვიეს და კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში, საკუთარ ეთერში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა გამოაქვეყნეს. ტელეკომპანია „ფორმულამ“ კი მისი დაკვეთილი ეგზიტპოლის გამოქვეყნებისას კანონით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია არ გამოაქვეყნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, „ტელეკომპანია პირველის“, „მეგა ტვ-ის“, „ტოკ ტვ-ის“, „პალიტრა ტვ-ის“ და ტელეკომპანია „ქართული არხის“ შემთხვევებზე, რომლებმაც სხვა არხების მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს, კომუნიკაციების კომისიამ იმსჯელა, მაუწყებლების ვრცელი განმარტებები მოსმინა და სამართალდარღვევის ოქმი შედგენა საჭიროდ არ მიიჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ არხებს კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმი არ შეუდგინა, კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა ცალსახად აღნიშნეს, რომ მაუწყებლებისთვის აღნიშნული საკითხის განხილვა უნდა იყოს სარეკომენდაციო სახის და მომავალში, თუნდაც მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებში სხვა არხების დაკვეთილი ეგზიტპოლის გაშუქებისას, მაქსიმალურად დაიცვან ეგზიტპოლის გამოქვეყნების ყველა წესი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, „ტელეკომპანია პირველის“, „მეგა ტვ-ის“, „ტოკ ტვ-ის“, „პალიტრა ტვ-ის“ და „ტელეკომპანია ქართული არხის“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრეს და განაცხადეს, რომ სხვა არხების ეგზიტპოლის გაშუქება საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებლის ინფორმირების მიზნით მოახდინეს და კომისიას გადაწყვეტილების მიღების დროს აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება სთხოვეს.

„ჩვენ იმიტომ ვართ მედიის რეგულატორი, რომ კარგად ვიცით კონტექსტის გარჩევა და შეფასება, ვიცით, რა ითვლება ეგზიტპოლის გამოქვეყნებად და რა ითვლება მიმდინარე ამბების გაშუქებად. საინფორმაციო გამოშვებებში ეგზიტპოლის გაშუქება არ გამორიცხავს ეგზიტპოლის დარღვევით გამოქვეყნებას, „ტვ პირველის“ შემთხვევაში ორივეს ჰქონდა ადგილი. თუმცა, მთლიანი კონტექსტის გათვალისწინებით, სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებით ოქმი არ შედგება, მაგრამ მაუწყებლებმა მათ საქმიანობაში გაითვალისწინონ დღევანდელი სხდომა და განხილვა. კომისიის შესაბამის დეპარტამენტებს ვთხოვ, რომ დღევანდელი მსჯელობა აქციონ დოკუმენტად და მისცენ მას სარეკომენდაციო სახე ყველა მაუწყებლისთვის, რათა მოხდეს წესებისა და მოთხოვნების დარღვევის პრევენცია“,- განაცხადა სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

დღეს გამართულ კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე 10 მაუწყებლის მიერ საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე მსჯელობის შემდეგ, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის“, „პალიტრა ტვ-ის“ და „ილიონ ტვ-ის“ საარჩევნო კოდექსის 50-ე მუხლის დარღვევის გამო ოქმი შეუდგინეს. მაუწყებლებმა კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გამოქვეყნების წესი დაარღვიეს.

ტელეკომპანია „იმედის“ შემთხვევაში, მაუწყებლის მხრიდან დარღვეულია როგორც 48 საათიანი ვალდებულების დაცვის საკითხი, ისე ეგზიტპოლის გამოქვეყნებისას კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. კერძოდ, ეგზიტპოლის გამოქვეყნებისას „იმედის“ მიერ არ იყო მითითებული სავალდებულო ინფორმაცია, მათ შორის, შესაძლო ცდომილების ფარგლები და გამოკითხვის მეთოდი. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას,“ მან ეგზიტპოლის გამოქვეყნებისას, კანონით განსაზღვრული მოთხოვნები არ დაიცვა. კერძოდ, „ფორმულას“ მიერ არ იყო მითითებული კანონდებლობით განსაზღვრული სავალდებულო ინფორმაცია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა