logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია
კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებულია
12:12 04.11.2020
კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების.

„ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევით და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი. იცნობდეთ „საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტს და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს! მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენს გუნდს და თითოეულ სტუმარს, თქვენ ჩვენი წარმატების დიდი ნაწილი ხართ“, - აცხადებს კურორტის ადმინისტრაცია.

კურორტ „საირმესთან“ ერთად World Travel Award-ის წლევანდელი გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიებში გახდნენ: booking.com, ავიაკომპანია „ლუფტჰანზა“, სასტუმროთა ქსელი Hilton და ტურიზმის სექტორის სხვა წამყვანი ბრენდები.

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ.-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. კურორტ „საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ კომპლექსში წარმოდგენილია 2 ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო, თანამედროვე საკვები და სამედიცინო ობიექტები, გერმანული დანადგარებით აღჭურვილი სამკურნალო / სარელაქსაციო სპა ცენტრი, ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა აქტივობები და საკონდიტრო, სადაც ევროპული სტანდარტების პურ-ფუნთუშეული მზადდება. კურორტი „საირმე“ ვიზიტორებს მასპინძლობს წელიწადის ოთხივე სეზონზე.


https://www.facebook.com/SairmeResort/videos/403179791066003

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა