logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
12:20 03.11.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, პანდემიის პირობებში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აგროსასურსათო სისტემების მდგრადობის, მოსახლეობის ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

„მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ფარგლებში. გლობალურ პანდემიას საქართველოც ებრძვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 43 % დასაქმებულია აგრარულ სექტორში. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, ერთიანი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ გლობალური გამოწვევების მართვას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კრიზისის პერიოდში სასურსათო მარაგების კონტროლის და ეფექტიანი ლოგისტიკის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე” ძირითადი მიმართულებები და იმ მთავარი ცხრა სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი გააცნო, რომელზეც სტაბილური ფასის შენარჩუნების საკითხს კრიზისის პერიოდში სახელმწიფო მუდმივ მონიტორინგს უწევდა.

ონლაინ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ რეგიონულ კონფერენციას, რომლის ვირტუალური მასპინძელი უზბეკეთის რესპუბლიკა იყო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა