ქედაში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ფოლკსვაგენის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ
დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
ავტომობილში მძღოლი და სამი მგზავრი იყოფებოდა. ორი მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.
დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

















