კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს შპს „რიმას“ მიერ ტელემაუწყებლობის მოპოვების საკითხზე ზეპირი მოსმენა გაიმართება.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 17 აგვისტოს კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს „რიმას“ განცხადების საფუძველზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
კომპანია თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით კერძო სპეციალიზებული - გასართობი ტელემაუწყებლობის ლიცენზიას ითხოვს.
გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისია ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















