მიმდინარე წლის 3 ნოემბერს ისრაელის საელჩო და MASHAV-ი (ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის
განვითარების სააგენტო) საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაახლოებით ნახევარი ტონის აღჭურვილობას გადასცემენ.
ისრაელის საელჩის ინფორმაციით, მათ შორისაა 6000 პირბადე, 300 წყალგაუმტარი კომბინიზონი, 311 სახის დამცავი ფარი, 250 #95 პირბადე და 240 წყალგაუმტარი სამოსი.
„აღნიშნული ჟესტი არის გაგრძელება ისრაელ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობისა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში, იმ მრავალ ჰუმანიტარულ მხარდაჭერასთან და ერთობლივ ლექციებსა და სემინარებთან ერთად, რომლებიც აქამდე განხორციელდა.
1992 წლიდან MASHAV-ის კურსებისა და ტრენინგების მონაწილე 1500-ზე მეტი პირი გახდა საქართველოდან და მათი დიდი ნაწილი საჯარო სექტორში, მათ შორის ჯანდაცვასა და დაავადებათა პრევენციის სფეროში მოღვაწეობენ.
ისრაელის საელჩო და MASHAV-ი მოხარულია, რომ გვერდში უდგას ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ კრიტიკულ ვითარებაში და მივესალმებით იმ მისაბაძ და მაღალ პროფესიონალიზმს, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ამჟღავნებს“ - აცხადებენ საელჩოში.

















