logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყეპარკში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
ლევან დავითაშვილი: კრწანისის ტყეპარკში მასშტაბური აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
14:39 30.10.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - ველური ბუნების ეროვნული სააგენტო, კრწანისის ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილზე გაეცნო.

„ორი წლის წინ, მოსახლეობას დავპირდით, რომ კრწანისის ტყეპარკს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დავუბრუნებდით. ორ წელიწადში ჩვენ შემოვღობეთ ტერიტორია, მოვაწყეთ საჭირო ინფრასტრუქტურა და დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები, რათა ეს სივრცე ვაქციოთ საინტერესო რეკრეაციულ ადგილად როგორც ჩვენი მოქალაქეებისათვის, ასევე სტუმრებისთვის. ველური ბუნების სააგენტო აღდგენით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ამ ადგილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მისი აღდგენა თანხვედრაშია ჩვენი სამინისტროს პოლიტიკასთან. ტყე-პარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ამის მაგალითია „ენერგო პროექტის” დაფინანსებით პარკის ტერიტორიაზე მზის ბატარეების ელექტროსადგურის მშენებლობა. ასეთი მწვანე და მდგრადი, ეკოლოგიურად სწორი ენერგორესურსებით უზრუნველყოფა ტყეპარკის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა „მტკვარი 2”, UNDP) დაფინანსებით, ტყეპარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. როგორც UNDP GEF პროგრამის „მტკვარი 2" ეროვნულმა კოორდინატორმა, მაკა ჯულაყიძემ განაცხადა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობა კრწანისის ტყეპარკის აღდგენის პროცესში.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, რეზო ბეჟაშვილის განცხადებით, მზის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მოხმარდება სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებას.

ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, კრწანისის ტყეპარკი რუსთავსა და თბილისს შორის მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის ფუნქციას დაიბრუნებს. სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა