logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება
დაზოგვის მსოფლიო დღე საქართველოში წელს მეცხრედ აღინიშნება
12:11 30.10.2020
"დაზოგვის მსოფლიო დღე" მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად 31 ოქტომბერს აღნიშნება საქართველო ამ მასშტაბურ ღონისძიებას ტრადიციულად, წელსაც უერთდება. დაზოგვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 2012 წლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) ინიციატივით იმართება. როგორც წესი, ამ ღონისძიებას კვირეულის სახე აქვს და მასში საბანკო სექტორის წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას. დაზოგვის დღის ქართულ სიმბოლოა - ჭიანჭველა "გროვია".

2020 წლის დაზოგვის დღისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური განათლების პორტალის "ფინედუ"-ს (www.finedu.gov.ge) და გერმანელი შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ორგანიზებით ხორციელდება.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, წლევანდელი ღონისძიებები მხოლოდ დისტანციურ არხებს მოიცავს. კერძოდ, კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.facebook.com/finedu.gov.ge-ზე გამოაქვეყნებს სპეციალურ ფორმას, რომელიც 7-12 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო მასალის მიღების მსურველებს დაარეგისტრირებს. ამ გზით 500 დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, სასურველ მისამართზე, ფოსტით მიიღოს მასალები დაზოგვისა და ფინანსური განათლების თემებთან დაკავშირებით.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასევე, დაზოგვის თემაზე ბლოგპოსტების კონკურსის ორგანიზება. კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ჩართული იქნება 7 კომერციული ბანკიც, კერძოდ, სს "საქართველოს ბანკი", სს "თიბისი ბანკი", სს "ბაზისბანკი", სს „კრედო ბანკი", სს "ლიბერთი ბანკი", სს "ფინკა ბანკი საქართველო", სს "ტერაბანკი". კონკურსის გამარჯვებულები ჟიურის წევრ ბანკებში 500 ლარიანი ზრდადი ანაბრებით დასაჩუქრდებიან.

ზემოაღნიშნული კომერციული ბანკები სხვადასხვა სახის აქტივობებს დამოუკიდებლადაც განახორციელებენ, მათ შორის, ბანკის ფილიალებში არსებულ ეკრანებზე გაუშვებენ საინფორმაციო ვიდეორგოლს დაზოგვის მსოფლიო დღის ქართული სიმბოლოს "გროვიას" მონაწილეობით. ბანკომატებზე, ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში, ასევე, მედიაში გავრცელდება ინფორმაცია დაზოგვის დღისა და დაგეგმილი კონკურსის შესახებ.

1924 წელს მილანში შემნახველი ბანკების პირველ საერთაშორისო კონგრესზე დაზოგვის მსოფლიო დღის დაარსება გადაწყდა. კონგრესში 29 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. თავდაპირველად ამ დღეს მომჭირნეობის მსოფლიო დღეს უწოდებდნენ და მისი მიზანი სახლში დაგროვების ნაცვლად ფულის ბანკში შენახვის იდეის პოპულარიზაცია გახლდათ. 1989 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. გერმანული შემნახველი ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობით, უკვე თითქმის ასი წელია, ეს დღე მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება და საზოგადოებაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დაზოგვის წახალისებას ისახავს მიზნად.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა