logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
16:13 29.10.2020
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. შეხვედრა covid 19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

იაცეკ ოკო პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტის თანამდებობა ცოტა ხნის წინ დაიკავა და ის ერთ-ერთი პირველი სწორედ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს შეხვდა. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ იაცეკ ოკოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობა უკვე 10-წლიან ისტორიას ითვლის, ამ წლების განმავლობაში ახალი და ერთობლივი პროექტების განხორციელების ფარგლებში თქვენი გამოცდილების გაზიარება ძალიან დაგვეხმარა. განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში როგორებიცაა- სიხშირული სპექტრის ეფექტიანი განაწილება, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა და სხვა. მოხარულები ვართ ასევე, რომ „დაძმობილების“ პროექტში (Twinning), რომლიც 2017-2019 წლებში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა, პოლონეთმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესს“, -აღნიშნა შეხვედრაზე კახა ბექაურმა.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და 5G-ის დანერგვასთან დაკავშირებით საქართველოსა და პოლონეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე და შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის კომუნიკაციების კომისიას შორის თანამშრომლობა მომავალში უფრო მჭიდრო და აქტიური იქნება. პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის წარმომადგენლებმა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს, ეფექტიანი ორმხრივი თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელის საქმიანობაში კომუნიკაციების კომისიის აქტიური და ძალიან ღირებულ ჩართულობას გაესვა ხაზი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა