logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე წარდგა
მიხეილ ჩხენკელი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე წარდგა
14:11 29.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების ონლაინ კონფერენციაში ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის პირველი სესია COVID-19-ს პანდემიის პირობებში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა. მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს განათლების სისტემის ადაპტაციის გამოცდილება გაუზიარა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ორგანიზებულ განათლების მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მოწვევისთვის.

Covid-19-ის პანდემიამ უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი სამყარო. ახალმა რეალობამ კიდევ უფრო ძლიერი სტიმული მოგვცა, მეტი ძალისხმევა მივმართოთ განათლებისკენ, რომელიც არის ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტური უფლება და მძლავრი მამოძრავებელი ძალა ნებისმიერი ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის. ამის დასტურია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებასა და ბიუჯეტის ყოველწლიურ ზრდას გულისხმობს.

გამოწვევებმა, რომლებიც Covid-19-ის გავრცელებას მოჰყვა თან, მოითხოვა ყველა არსებული რესურსის მობილიზება, სწრაფი, მიზანმიმართული და თამამი გადაწყვეტილებების მიღება. მეამაყება იმის თქმა, რომ მთელს საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი განათლების მისაწოდებლად სამინისტრომ შეიმუშავა ახალი მექანიზმი და ინოვაციური გადაწყვეტილებების გზით შეამსუბუქა განათლების სისტემაზე Covid-19-ის უარყოფითი გავლენა. ონლაინ გაკვეთილებისა და სხვა დისტანციური რესურსების გარდა, სამინისტრომ დაიწყო მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც დღესაც გრძელდება. სატელევიზიო გაკვეთილები ქართულ ენასთან ერთად ეთნიკურ უმცირესობათა ენებზეც ტარდება. გარდა ამისა, ყველა ტელეგაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანია დავიცვათ უნივერსალური პრინციპი – არავინ დავტოვოთ განათლების მიღმა.“

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საპასუხოდ, იმისათვის რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას, საქართველოს განათლების სისტემა იყენებს სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსა და ეპიდემიოლოგებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ეფექტიანად წარმართავს პროცესს წერტილოვანი რეაგირების გზით. ამასთან, უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო მშობლებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობასაც სთავაზობს.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ მაღალი შეაფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას დისტანციური სწავლების დანერგვის საქმეში. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროსაბჭოს, პანდემიის დროს ფასდაუდებელი დახმარებისათვის.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ნათლად აჩვენა განათლების, როგორც დემოკრატიის მყარი საფუძვლის მნიშვნელობა. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის თანამშრომლობა, კოორდინაცია, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური პოლიტიკის გაზიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკეთესი მომავლის ჩამოყალიბებაში.

კონფერენციაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჟინოვიჩ ბურიჩიმ და ევროკომისარმა ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მარია გაბრიელმა; ხოლო თავიანთი ქვეყნების გამოცდილების შესახებ ისაუბრეს საბერძნეთის განათლებისა და რელიგიის საქმეთა მინისტრმა ნიკი კერამეუსმა და საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჟან მიშელ ბლანკემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა