logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფაში არ ყოფილა არანაირი წყვეტა და არც მომავალში იქნება
ლევან დავითაშვილი: სასურსათო უზრუნველყოფაში არ ყოფილა არანაირი წყვეტა და არც მომავალში იქნება
12:42 29.10.2020
„ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში, ფასის საკითხი აქტუალურია, რადგან, მსოფლიოში,შემოდგომის პერიოდში, პირველად სასურსათო პროდუქციაზე გარკვეულმა ინფლაციურმა ტალღამ გადაიარა. შემდეგი სეზონის საპროგნოზო მონაცემებზე ბევრი სპეკულაციაა. ეს არ ხდება მხოლოდ 2020 წელს, თუმცა, ამ თემას კოვიდის პირობებში უფრო მეტი ყურადღება ექცევა. მიუხედავად რამდენიმე ქვეყანაში გვალვის გამო მოსავლის შემცირებისა, რაოდენობა დააკომპენსირა სხვა ქვეყანებში მოსავლის რაოდენობამ და საერთო ნაშთები რომ ვნახოთ, მსოფლიოში ხორბლის რაოდენობა არ გამოიყურება კრიტიკულად. ჩვენს რეგიონში, ევრაზიაში გამოჩნდა ისეთი მოთამაშე, როგორიც ავსტრალიაა.

ავსტრალია აზიის ქვეყნებისთვის არ იყო ხორბლის სტაბილური მიმწოდებელი. თუმცა, მან შეძლო ბაზარზე შემოსვლა და რუსულ ხორბალზე მოთხოვნის დაკომპენსირება. ჩვენ ამ პროცესს ვაკვირდებით ყოველდღიურად, ვაკვირდებით ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა, რაც არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალში. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამხელა აჟიოტაჟია მიკვირს, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია პროცესის მართვა. კრიტიკულ სიტუაციაში პროცესებს ვმართავთ ისე, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს.

ჩვენ გაზაფხულზეგავაკეთეთ იმპორტის წახალისება, გამომდინარე იქედან, რომ არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტის კვოტირებას, ლიმიტირებას და ასევე, სხვადასხვა ტიპის ბარიერის შემოღებას, რასაც შესაძლოა გამოეწვია წყვეტა მიწოდებაში. ახლა ასეთი მოლოდინები არ გვაქვს, წინაპირობები არ არსებობს ბაზარზე და, შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას არ ვგეგმავთ. ვაკვირდებით ხორბალს; ხორბალია საფუძველი და არა ფქვილი, რადგან საქართველოს აქვს ძალიან დიდი სიმძლავრე, 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი სიმძლავრე, რომ აწარმოოს ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის ფქვილი. შესაბამისად, აქცენტი კეთდება ხორბალზე, რათა ქვეყანა უზრუნველყოფილი იყოს პურპროდუქტებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა