ტელეკომპანია „მე-9 არხი“ პრეზიდენტსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ახალ, წინასაარჩევნო პროექტში - „ხაზზეა საქართველო“ მონაწილეობას სთავაზობს.
დღეს პირველი გადაცემის სტუმარი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა.
გადაცემის ფორმატის მიხედვით, მაყურებელს მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა აქვს სტუმარს დაუსვას კითხვები პირდაპირი ეთერით და ასევე, სოციალური ქსელის Facebook-ის მეშვეობით.
როგორც არხის ადმინისტრაცია Facebook-ის გვერდეზე იტყობინება, პირდაპირი ეთერი დაეთბომა საარჩევნო პროცესის ორ მთავარ მონაწილეს.
დღეს გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ არხი მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და თავად პრეზიდენტ სააკაშვილს, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ პროექტში.

















