logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების უნარებს გაიუმჯობესებენ
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების უნარებს გაიუმჯობესებენ
14:51 28.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.

პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.

პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერეს.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.

ეკატერინე დგებუაძე: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებზე და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში.“

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა