logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ღონისძიება გაიმართა
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ღონისძიება გაიმართა
18:00 27.10.2020
აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნის „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ ავტორებთან შეხვედრა გაიმართა (ავტორთა ჯგუფი: პროფ. თეიმურაზ გვანცელაძე, ირმა ოსია, რიტა ამიჭბა). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ ირმა ოსიას და რიტა ამიჭბას აფხაზური ენის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ აფხაზური ენის დღეს.

აფხაზური კულტურა ჩვენი საერთო ისტორიისა და მომავლის განუყოფელი ნაწილია. აფხაზური ენა ქართულ ენასთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის სტატუსს ატარებს. საქართველოს კანონმდებლობით აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია ქართული სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენი ძალისხმევა აფხაზებთან ერთად მათ დასაცავად უნდა იყოს ერთიანი.
ჩვენ აფხაზური ენის სწავლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამ მიზნით აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით დღემდე არაერთი პროგრამა ხორციელდება. ბოლო პერიოდში შეიქმნა ქართულენოვან მოსწავლეთათვის განკუთვნილი „აფხაზური ენა დამწყებთათვის“ და მეთოდური მასალები, ითარგმნა ლიტერატურა აფხაზურ ენაზე, რომელიც ენის შესწავლის მსურველებს საუკეთესო მეგზურობას უწევს. აღნიშნული მასალები აქტიურად გამოიყენება აფხაზეთის საჯარო სკოლებში, იგზავნება ასევე ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე, სადაც აფხაზური ენის სწავლება პრობლემურია და ქართულ ენასთან ერთად დისკრიმინაციას განიცდის.

აფხაზეთის მთავრობა ასევე მუშაობს პროექტზე, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აფხაზური ენის შემსწავლელი მობილური აპლიკაციის შექმნას ითვალისწინებს. აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით ენის შესწავლა ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი მანანა ქვაჩახია ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის მიერ აფხაზური ენის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით აფხაზეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ისწავლება აფხაზური ენა, ფუნქციონირებს აფხაზეთის მთავრობის აფხაზურენოვანი საიტი, აფხაზურ ენაზე ითარგმნება გამოჩენილი მწერლების, პოეტების და საზოგადო მოღვაწეების ნაშრომები, ხორციელდება აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა.

აფხაზური ენის შემსწავლელი წიგნი ელექტრონული ვერსიით სარგებლობა მსურველს აფხაზეთის მთავრობის ვებ გვერდზე abkhazia.gov.ge შეუძლია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა