logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ADMIXER - სიახლე ქართულ სარეკლამო ბაზარზე
ADMIXER - სიახლე ქართულ სარეკლამო ბაზარზე
16:50 27.10.2020
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში „ედმიქსერის“ წარმომადგენლობას 2020 წლის ოქტომბრიდან უკვე საქართველოც შეუერთდა. დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდავეთი, ლატვია, ყაზახეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც „ედმიქსერი“ უკვე ათ წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს.

„ედმიქსერი“ სარეკლამო პროდუქტების საერთაშორისო ეკოსისტემაა, რომელიც ციფრული მედია ბაზრის მონაწილეებს აერთიანებს და მათ ინტერაქტიული რეკლამის შეძენის, გამართვისა და შექმნის პროცესში ეხმარება.

„ედმიქსერი“ პროდუქტების საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალით გამოჩნდა ქართულ ციფრულ სივრცეში: საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამების დამკვეთები - „ედმიქსერის“ ეკოსისტემა ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშესთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ბრეუსი მოხარულია, რომ „ედმიქსერის“ მომსახურებით უკვე ქართველ მომხმარებლებსაც შეუძლიათ სარგებლობა.

„სისტემა მოიცავს იმ მედიასაც, რომელიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა - ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები. „ედმიქსერის“ გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“, – ამბობს ალექსანდრე ბრეუსი.

საქართველოში „ედმიქსერის“ აღმასრულებელ დირექტორად დიმიტრი ტიკარაძე დაინიშნა. მას ქართველ და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

დიმიტრი ტიკარაძემ საქართველოში „ედმიქსერის“ მიზნებზე საუბრისას განმარტა, რომ კომპანია გაამარტივებს საქმიან მიდგომებსა და ურთიერთობებს ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის. „ედმიქსერი“ დაეხმარება მათ, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების წარმოებისთვის დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, „ედმიქსერის“ გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფა, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ.

„წლის ბოლომდე კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“, - აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე.

ცნობისთვის, „ედმიქსერი“ ისეთი პროდუქტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera (და მრავალი სხვა) რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ არგუმენტს, რომ „ედმიქსერი“ ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა