logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის და სკოლის მშენებლობა დაიწყო
15:56 27.10.2020
ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობისა და კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2019 წელს აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, დაიგეგმა ახალი საუნივერსიტეტო კამპუსის და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მშენებლობა. ორივე მათგანი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით, საცურაო აუზით. ასევე, იგეგმება სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა.
20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობაში. ყოველწლიურად, საბაკალავრო პროგრამებზე განისაზღვრება 10 ახალი ადგილი, ადგილობრივი სტუდენტების უფასო სწავლა- განათლების მისაღებად, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
,,დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობას ბათუმში. მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ ბათუმელებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან წლების განმავლობაში იდგა საერთაშორისო სკოლის საჭიროების საკითხი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს ახალი საგანმანათლებლო კერა, ეს უნივერსიტეტი იქნება მასპინძელი არაერთი გაცვლითი და დუალური პროგრამის.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმ საერთო ხედვიდან, რომელიც ემსახურება რეგიონის განათლების კერად ჩამოყალიბებას“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
1500 ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 800-მდე მოსწავლეზე გათვლილი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.
კავკასიის უნივერსიტეტში შესაძლებელი იქნება სწავლა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ბათუმის კამპუსს დაემატება ორი ახალი მიმართულება - კავკასიის საზღვაო სკოლა და კულინარიის აკადემია. უნივერსიტეტში იფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი. კავკასიის უნივერსიტეტს მსოფლიოს 54 ქვეყნის 157-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს, რაც საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
როგორც შეხვედრაზე განაცხადეს, სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეებისთვის, ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებისთვის სწავლის საფასურზე იმოქმედებს შეღავათები
ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისათვის, ყოველწლიურად, მოთხოვნის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება უფასო, 3 სატრენინგო კურსით უზრუნველყოფა კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა