მეუფე კალისტრატემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე
და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააჯილდოვა.
ბაგრატის ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფე კალისტრატემ პატრიარქს მარგალიტებით შემკული ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო პრეზიდენტს - ჯვრის ფორმის, იესოს, იოანე ნათლისმცემლისა და ღვთისმშობლის გამოსახულებიანი ხატი.
„ნიშნად დიდი მადლიერებისა, მინდა ეს ხატი გადმოგცეთ, იმისთვის, რომ თქვენ ერთადერთმა, საკუთარი ხელით დაადგით ჯვარი ერთიანი საქართველოს სიმბოლოს“ - აღნიშნა მეუფე კალისტრატემ.
ხატთან ერთად, მან პრეზიდენტს ქუთაისში დამზადებული, დავით აღმაშენებლის მედალიონიც გადასცა.

















