logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის
მიხეილ ჩხენკელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის
16:10 24.10.2020
„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში, მინდა საზოგადოებას მივულოცო ისტორიული მოვლენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა, გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტი” - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბრწყინვალე საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის.

საარჩევნო პროგრამის თემატური პრეზენტაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, რომელმაც გუნდის სხვა წევრებთან ერთად, საზოგადოებას ზოგადი განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გააცნო.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პროგრამას ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებებზე - ეს გახლავთ განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა.

სიმბოლურია, რომ პრეზენტაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში იმართება. ეს არის უმაღლესი, მსოფლიო სტანდარტის მქონე ჭეშმარიტად ევროპული უნივერისტეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის იდეისა და განვითარების კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. რომ არა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც მხოლოდ ქუთაისის უნივერსიტეტში ერთ მილიარდ ევროს შეადგენს, ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი საქართველოში ვერ იარსებებდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს უმაღლესი კლასის უნივერისტეტი. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ აკადემიური პროგრამები შექმნილია მიუნხენის ტექნიკური უნივერისტეტის აკადემიური პროგრამების ბაზაზე. ყოვეწლიურად უნივერსიტეტში გამოჩნდება ახალი მიმართულებები, ახალი აკადემიური პროგრამები, მაგრამ ფილოსოფია იქნება შენარჩუნებული, ანუ ყოველი ახალი პროგრამა დაფუძნებული იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერისტეტის აკადემიურ პროგრამაზე.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტში ქართველ პროფესორებთან ერთად ლექციებს წაიკითხავენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიო ასპარეზზე.

ეს უნივერსიტეტი არის ბრწყინვალე საჩუქარი ჩვენი ახალგაზრდებისთვის სტუდენტებისთვის, ქართული აკადემიური სივრცისა და მთელი ქვეყნისთვის“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა