logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
განათლების სამინისტრო: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
განათლების სამინისტრო: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს
10:43 24.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსთან, ბექა ფერაძესთა ნერთად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სახელმწიფო კონსერვატორიაში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს დაესწრო და ადგილზე გაეცნოუ მაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ ვითარებას.

19 ოქტომბრიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით, ტრადიციულ ფორმატში მიმდინარეობს.

ნუნუ მიცკევიჩი: „უნივერსიტეტებში უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სტუდენტების, პროფესორებისა და ადმინისტრაციის მხრიდან გაზიარებულია პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესი სმიმდინარეობისას ზედმიწევნით არის დაცული სანიტარული ნორმები და ყველა ის რეგულაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია საუნივერსიტეტო სივრცეებისთვის.“

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა უსაფრთხოების რეკომენდაციები, რაც საუნივერსიტეტო სივრცეში პირბადეების ტარებას, სოციალური დისტანციის დაცვასა და თერმოსქრინინგის, ხელის სანიტაიზერებისა და დეზობარიერების გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

სასწავლო წლის დაწყებამდე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შემოწმდა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და იქნა გაცემული შესაბამის ინებართვა სასწავლო პროცესის აუდიტორიებში წარმართვის თაობაზე. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად გაგრძელდება.
ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტებში სტუდენტების ეტაპობრივი დაბრუნება 2020 წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყო.

თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2020 წლის 19 ოქტომბრიდან პრაქტიკულ და ლაბორატორიულ მეცადინეობებს წარმართავენ არა დისტანციურ რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვით. უნივერსიტეტები უფლებამოსილი არიან სასწავლო პროცესის სხვა კომპონენტები წარმართონ დისტანციურად.

უმაღლესი სასწავლებლები პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ცხრილსა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ დამატებით ინფორმაციას სტუდენტებს თავად აწვდიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესსა გრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. გორში, თელავსა და ახალციხეში მოქმედი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულებები სწავლას ჩვეულ რეჟიმში, არადისტინციურად აგრძელებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა