logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება
ლევან დავითაშვილი: შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზრდება
12:47 23.10.2020
შიდა ქართლში სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 2021-2024 წლებში 900 ჰექტრით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თელავში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს “ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაცაზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში სეტყვისგან დამცავი სისტემების განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება შიდა ქართლის რეგიონში იგეგმება.

„ბუნებრივი მოვლენებით გამომდინარე რისკებიდან, კახეთისთვის განსაკუთრებით აქტუალური იყო სეტყვა, რაც 8 წლიანი მმართველობის პირობებში მნიშვნელოვანწილად გადაწყდა იმ სისტემით, რომელიც კახეთში ფუნქციონირებს და რომელსაც ოპერირებას თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი „დელტა“ უწევს. ჩვენ გვაქვს სხვა რეგიონებიც, სადაც სეტყვის კუთხით გამოწვევები კვლავ დიდია. ამიტომ, შიდა ქართლის რეგიონისთვის დავამუშავეთ სისტემა, რომელიც დაკავშირებული იქნება თანამედრვე მეტეოროლოგიურ რადართან და რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, მომდევნო წლებში, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, სეტყვისგან დაცული სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი 900 ჰექტრით გაიზრდება“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, სახელმწიფო თანადაფინანსებების სახით დაეხმარება სეტყვის საწინააღმდეგო ინდივიდუალური სისტემების დამონტაჟებას.

ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის დარგის ეფექტიანი განვითარებისთვის დაგეგმილ ცალკეულ პროექტებზე ისაუბრა.

„ჩვენ გვესმის, რომ საგრანტო დახმარება კონკრეტულ მიმართულებებს სჭირდება. ეს არის აღებული მოსავლის დაბინავება, იაფი ფულადი რესურსები თუ ტექნიკური შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ამისთვის საჭიროა მნიშვნელოვანი საინვესტიციო რესურსი. ჩვენ, უკვე დავიწყეთ მოსავლის ამღები ტექნიკის საგრანტო დაფინანსება, რის შედეგადაც ქვეყანაში კომბაინების პარკი გაიზარდა და ის დეფიციტი, რომელიც გვქონდა, გვახსოვს, რომ მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოგვყავდა ტექნიკა, დღეს აღარ არის. თუმცა, მომავალ წლებში, საჭიროა გაგრძელდეს თანადაფინანსება ამ მიმართულებით. ჩვენ, დარწმუნებული ვართ, რომ მრავალი ფერმერი ისარგებლებს ამ პროგრამით და ეს არ ეხება მხოლოდ მარცვლეული კულტურების ამღებ კომბაინების თანადაფინანსებას, არამედ ყველა იმ ტექნიკის, რომელიც საჭიროა მოსავლის დაბინავებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა