logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პრაქტიკის დანერგვას მხარს უჭერს
ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პრაქტიკის დანერგვას მხარს უჭერს
12:45 23.10.2020
საქართველოს წყლის რესურსების მართვაში ჩართულმა უწყებებმა და დაინტერესებულმა პირებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის მონაწილეები ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის ძირითადი მახასიათებლებისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ; პროექტის გუნდმა წარმოადგინა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს მთავარი მიგნებები და დასკვნები; შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სგშ-ს ანგარიში და პროექტის გუნდს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასმა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი საკითხების ოფიცერმა, ალიშერ მამაჯანოვმა.

პილოტური პროექტი ინიცირებულ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE) ხელმძღვანელობით ევროკავშირის პროექტის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ (EUWI+) ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook – GEO ადგილობრივი პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მხარდაჭერას. სგშ-ს პილოტური პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს ჩატარების საქმეში საქართველოს მთავრობის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს მდინარეთა სააუზო მართვის მიდგომაზე გადასვლას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა