logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა
მიხეილ ჩხენკელი გლობალური განათლების საკითხებზე UNESCO-ს მიერ ორგანიზებულ სესიაზე მოხსენებით წარდგა
21:02 22.10.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა UNESCO-ს მოწვევითა და გაერთიანებული სამეფოს, განასა და ნორვეგიის მთავრობების თანამასპინძლობით გლობალური განათლების საკითხებზე გამართულ სესიაში დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებმა პოსტპანდემიურ პერიოდში განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს.

მიხეილ ჩხენკელმა ონლაინ სივრცეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების სისტემის ადაპტაციის გამოცდილება გაუზიარა.

მიხეილ ჩხენკელი: „ჩემთვის დიდი პატივია იუნესკოს მიერ ორგანიზებულ გლობალური განათლების შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ნება მიბოძეთ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო მოწვევისთვის.

COVID-19 პანდემიით გამოწვეულმა უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისმა ყველა ქვეყანაზე მოახდინა გავლენა. ახალმა რეალობამ სხვა კუთხით დაგვანახა განათლება – მძლავრი ბერკეტი გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისათვის. მეამაყება იმის თქმა, რომ მთელს საქართველოში უწყვეტი და ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების გასაწევად სამინისტრომ ეფექტურად განახორციელა სწრაფი გადასვლა დისტანციურ სწავლებაზე სხვადასხვა პლატფორმების შეთავაზებით, დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“.

პანდემიამ საშუალება მოგვცა, გავხდეთ უფრო ძლიერი, ინოვაციური და შევიმუშაოთ მექანიზმები გამოწვევების დასაძლევად. მჯერა, რომ კრიზისის განმავლობაში და მის შემდეგაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა უნდა შეინარჩუნონ თანამშრომლობა გლობალური განათლების კუთხით. პანდემიამ აჩვენა, რომ ამგვარი თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია.“

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საპასუხოდ, იმისათვის რომ განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს ყველას, სამინისტრო ჰიბრიდული მეთოდის მეშვეობით აგრძელებს მიმდინარე პროცესების ეფექტურად მართვას. ამასთანავე, უსაფრთხო განათლების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო სთავაზობს სკოლებს დისტანციური სწავლების შესაძლებლობას, თუკი ეს მშობლებისთვის არის მისაღები.

მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებას გულისხმობს.

UNESCO-ს მიერ ორგანიზებული სესია უნიკალური პლატფორმა მაღალი დონის პოლიტიკური ლიდერებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისა და გლობალური საგანმანათლებლო აქტორებისათვის, რათა იმსჯელონ განათლების სისტემის შესახებ COVID-19-ის პანდემიის პირობებში, შეათანხმონ გლობალური პრიორიტეტული ქმედებები განათლების სისტემის აღდგენისა და პროგრესის მიღწევის მიზნით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა