რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი დღეს ავტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს უმასპინძლებს. ასპერეზობა ოთხ კლასში - „ფორმულა ალფა“, „ლეგენდსი“, GT და „მონო
კლასში“ გაიმართება.
რბოლა კლასების მიხედვით, 11:55 საათზე დაიწყება და 17:10 საათამდე გაგრძელდევა. მასში ერთმანეთს ქართველი და რუსი ავტომრბოლელები დაუპირისპირდებიან.
რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, საგანგებოდ აღნიშნული ჩემპიონატისთვის, საქართველოს ორი უძლიერესი რუსი მრბოლელი ოლეგ ჩებოტაროვი და ლევ ეფიმი ეწვივნენ, ხოლო საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე, სხვებთან ერთად დავით ქაჯაია, მევლუდ მელაძე და შოთა აფხაზავა იასპარეზებენ.
რუსთავის ავტოდრომი მაყურებელს საინტერესო და დაძაბული სანახაობას პირდება. ავტორბოლაზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია.
საქართველო ამიერკავკასიის ერადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ფორმულას“ კლასის ნაციონალური ჩემპიონატი აქვს. ამასთან, საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც „ლეგენდსის“ საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება, ასეთები კი - აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი არიან.

















