logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
ნათია მეზვრიშვილი: წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა
22:32 20.10.2020
წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მთავრობა დაინახავს, რომ წესები მასობრივად არ სრულდება, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის.

„პირბადის ტარების წესი არის საკმაოდ მარტივი, ნათლად არის ეს ყველაფერი გაწერილი და არ ვფიქრობ, რომ აქ რამე დავაკელით, მათ შორის საზოგადოების ინფორმირების ნაწილში. საზოგადოებას ვეუბნებით, რომ პირბადე უნდა გაიკეთონ დახურულ სივრცეში, მაგრამ უნდა გაიკეთონ ცხვირზეც და პირზეც. დღეს პოლიცია მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად უკეთიათ პირბადე, ელემენტარულად მიუთითონ, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებს ჯარიმის ენით ველაპარაკოთ. ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არა მხოლოდ დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, არამედ ღია სივრცეშიც, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის. მე პირადად ვცდილობ, ეს წესები ღია სივრცეშიც დავიცვა და იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება ჯარიმის ენით საუბარი.

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან. ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის ამ წესების აღსრულება, მაგრამ ზრდა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომელიც ამ წესს არ ასრულებს. ამიტომ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მასიურად წესების შეუსრულებლობასთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეგულაციების შემოღება გამორიცხული არ არის“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა