logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ შტაბთან აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში არსებული მდგომარეობა განიხილა
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ შტაბთან აჭარის რეგიონში არსებული ეპიდვითარება და კლინიკებში არსებული მდგომარეობა განიხილა
15:54 20.10.2020

აჭარის რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს თამარ გაბუნიას, რომელიც აჭარის რეგიონში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებიდან დღემდე, ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული ვითარების მართვის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის მიზნით ბათუმში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი დეტალურად გაეცნო რეგიონში არსებულ ზოგად ეპიდვითარებას, ასევე კლინიკებში, მათ შორის საწოლფონდის კუთხით არსებულ მდგომარეობას.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ვითარება შედარებით დასტაბილურდა.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ასევე, მოგვარებულია ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემაში, მათ შორის, საწოლფონდის კუთხით არსებული პრობლემები. ამასთან, კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, ადგილზე იმყოფება კლინიკური მართვის ჯგუფის წარმომადგენელი, კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია. ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონში წარმოქმნილი ხარვეზები ამ ეტაპზე აღმოფხვრილია და პაციენტების დიდი რაოდენობის მიუხედავად, აჭარაში სისტემა გამართულად მუშაობს.

აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 19 ოქტომბერს აღდგა. დარჩენილი შეზღუდვებიც, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის შესაბამისად, ეტაპობრივად მოიხსნება. რეგიონში დადგენილი რეგულაციების აღსრულების პროცესს შესაბამისი სამსახურები ინტენსიურად აკონტროლებენ.

პრემიერ-მინისტრი აჭარაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ადგილობრივ შტაბთან ვიდეოკონფერენციებს რეგულარულად განაგრძობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა