logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
13:27 20.10.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ და საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ნათია ჩირიკაშვილმა მოაწერეს ხელი.
უწყების ინფორმაციით, სააგენტოების თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი გამოყენების თაობაზე ინფორმაციის (საარქივო-საველე) შეგროვება-დამუშავებას. სააგენტო, საჯარო რეესტრისგან მიღებულ ინფორმაციას მიწის ბალანსის შედგენისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. მხარეები ითანამშრომლებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე მეთოდოლოგიის შემუშავების საკითხებში. გარდა ამისა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის დროს, სააგენტოები ხელს შეუწყობენ მიწის ნაკვეთების გაერთიანების (კონსოლიდაციის) პროცესს და მონაწილეობას მიიღებენ ამ მიმართულებით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და განხორციელებაში. სააგენტოები ითანამშრომლებენ მონაცემთა ბაზების წარმოება/დამუშავებისა და უსაფრთხოების საკითხებშიც.
„მიწის სისტემური რეგისტრაციისას შეგროვებული და დამუშავებული ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება ერთიანი მიწის ბალანსის შედგენა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების აღირცხვა, რაც ერთიანი ელექტრონული რეესტრის შექმნის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს კი ჩვენს მოსახლეობას დაეხმარება მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებაში, იქნება ეს დაკავშირებული მიწის ხარისხთან, კატეგორიასთან თუ მის დანიშნულებასთან“, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.
როგორც საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ, ნათია ჩირიკაშვილმა აღნიშნა, მიწის ფაქტობრივი გამოყენების შესახებ ველზე შეგროვებულ ინფორმაციას ისინი დაამუშავებენ და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს გადასცემენ მიწის ფონდის სრულყოფილი ბაზის შესაქმნელად.
მემორანდუმის გაფორმებით საფუძველი ჩაეყარა სააგენტოების ერთობლივი მუშაობის პრაქტიკას. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში თანამშრომლობა უზრუნველყოფს საინფორმაციო ბაზისა და იმ ინსტრუმენტების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მიწის მდგრადი მართვის პოლიტიკის განხორციელებას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა