logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მცირე და საშუალო ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა
მცირე და საშუალო ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა
13:17 20.10.2020


ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ვაჭრობაში ხელი შეუწყოს და ევროკავშირის სავაჭრო გარიგებებიდან სარგებლის მიღებაში დაეხმაროს. ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება, როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე, მათ, ვინც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.

Access2Markets ბიზნესს აწვდის პროდუქტზე მორგებულ ინფორმაციას. მარტივად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ტარიფების, გადასახადების, წარმოშობის წესების, პროდუქტზე მოთხოვნების, საბაჟო პროცედურების, სავაჭრო ბარიერების და ვაჭრობის სტატისტიკის შესახებ. პორტალზე ასევე განთავსებულია პრაქტიკული ინფორმაცია ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, შესაბამისი სახელმძღვანელო და ვიდეო მასალა და მრავალი სხვა.

„მოხარული ვარ, გაცნობოთ ევროკავშირის Access2Market პორტალის შექმნის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაშვების წესების შესახებ მკაფიო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ ქართული კომპანიებისთვის ახალი პორტალი სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება, რათა მათ უკეთ ისარგებლონ ევროკავშირის 450 მილიონზე მეტი მომხმარებელის ბაზარზე პრივილეგირებული წვდომით, რის საშუალებასაც ევროკავშირი-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცე - DCFTA იძლევა“ , - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

ახალ Access2Markets პორტალზე იხილავთ განმარტებებსა და ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც დაეხმარება, როგორც ახალ, ისე გამოცდილ კომპანიებს, გაანალიზონ ვაჭრობის სარგებელი ევროკავშირის თითოეულ სავაჭრო პარტნიორთან. პლატფორმაზე, ასევე, იხილავთ ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის მიმოხილვას, შესაბამის ინფორმაციას პროდუქტებსა და მომსახურებებზე, აგრეთვე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორების საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოების საკონტაქტო მონაცემებს.

წარმოშობის წესების თვითშეფასების ინსტრუმენტი, ROSA, ფილტრავს ინფორმაციას, დეტალურად განმარტავს წესებს, ეხმარება კომპანიებს პორტალის გამოყენებაში და აწვდის ინფორმაციას სავაჭრო გარიგების შესაბამისად არსებულ ტარიფებზე. პორტალის დახმარებით ბიზნესს, ასევე, შეუძლია სავაჭრო ბარიერების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს.

პორტალი მუშაობს ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე. ამ დროისთვის გვერდი ქართულად არ არის ხელმისაწვდომი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა