logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი, ამოცანაა რომ არსებობდეს მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი მზადყოფნაში
ნათია მეზვრიშვილი: დღეს არის მინიმუმ 4 000 საწოლი, ამოცანაა რომ არსებობდეს მათ შორის დაახლოებით 800-დან 1000-მდე თავისუფალი საწოლი მზადყოფნაში
08:35 20.10.2020
შეიძლება არის გარკვეული ხარვეზები, ჩვენ ამაზე საუბარს არ გავურბივართ, ამ ყველაფერს ვხედავთ და ვცდილობთ, რომ ეს ყველაფერი პროცესშივე მოვაგვაროთ, მთავარია ეს ხარვეზები არ იყოს სისტემური. უბრალოდ ამ ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს სისტემური გარღვევებია და თითქოს პროცესი არ იმართება სწორი არ არის, ეს არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ მთავრობამ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრაქტიკულად ინფორმაციის მიწოდება მოხდება საზოგადოებისთვის საგანგებო რეჟიმში, იმისთვის, რომ ინტერპრეტაციისთვის არ დარჩეს სივრცე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანა ბევრად მეტად არის მზად, რომ გაუმკლავდეს გაზრდილი რაოდენობის ინფიცირებულების მკურნალობას, ვიდრე ეს იყო ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე.

„რაც შეეხება მზაობას, დღეს ვართ უკეთესად მომზადებულები, დღეს სისტემა მზად არის, რომ ამ რაოდენობის ინფიცირებულებს გაუმკლავდეს, მაშინ, როდესაც კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს შეთავაზებული, რაც გულისხმობს პაციენტების გადანაწილებას კოვიდ-სასტუმროებში, სახლებსა და საავადმყოფოებში. დღეს ვაკეთებთ იმაზე მეტ ტესტს, 60-ჯერ მეტი ტესტი კეთდება დღეში, ვიდრე კეთდებოდა მარტსა და აპრილში. მაშინ იყო დღეში დაახლოებით 200, დღეს არის დაახლოებით 12 000. დღეს არის დაახლოებით, მინიმუმ 4 000 საწოლი მზადყოფნაში, რომელთა გარკვეული ნაწილი ბუნებრივია დაკავებულია, თუმცა ამოცანა არის, რომ არსებობდეს დაახლოებით 800-დან 1000 საწოლამდე, თავისუფალ საწოლზეა საუბარი მზადყოფნაში და ეს პროცესი იმართოს. ეს ციფრები ბუნებრივია იცვლება ყოველდღიურად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ - კლინიკური მართვის ახალი მოდელი გვაქვს, ვიღაც ეწერება საავადმყოფოდან, ახალი პაციენტი შემოდის, მაგრამ დღეის მდგომარეობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესი ამ ნაწილში იმართება. ელემენტარულად, პრემიერი საუბრობდა ამაზე და ძალიან მნიშვნელოვანი თემაა - პირველი ტალღის დროს, ჩვენ, ელემენტარულად პირბადეების საშუალება არ გვქონდა, რომ მოქალაქეებისთვის პირბადეები ხელმისაწვდომი ყოფილიყო, ბუნებრივია აქაც დიდი სხვაობაა, ტესტირება, კლინიკური მართვის მოდელი, რომელიც სახელმწიფოს აქვს შეთავაზებული, რეანიმატოლოგების ჯგუფი. ბუნებრივია, რომ გარკვეული უკმაყოფილება არის, პანიკის ნიშნები როცა არის, როდესაც მატებაა ციფრებში. გვახსოვს ჩვენ საწყის ეტაპზე 144-თან დაკავშირებით იყო მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები რომელიც გამოვასწორეთ, ამიტომ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ, ამას არ გავურბივართ, მთავარია ეს პრობლემები დროულად მოვაგვაროთ და ამაზე ვმუშაობთ. საზოგადოებას აქვს კიდევ რაღაც ინფორმაციის ნაკლებობა, ამასაც კარგად ვაცნობიერებთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლები და ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსებულია და ამაზეც ძალიან მალე კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას - სახლში როგორ უნდა მიხედონ თავს, 112-ზე რა შემთხვევაში უნდა დარეკონ და ა.შ.,“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა