logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია მეზვრიშვილი: კერძო სექტორსა და მოქალაქეს წესების განხორციელებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს
ნათია მეზვრიშვილი: კერძო სექტორსა და მოქალაქეს წესების განხორციელებაზე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს
18:31 19.10.2020

სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მკაცრ შეზღუდვებს ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ ხელისუფლებას არჩეული აქვს თანმიმდევრული სტრატეგია.
„ჩვენ დღეს ვართ ადაპტაციის და მართვის ეტაპზე. განსხვავებით ვირუსის შეკავების ეტაპისა, რაზეც ვიმყოფებოდით წლის დასაწყისში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დღეს ვირუსთან თანაცხოვრების პროცესში ვიმყოფებით, რაც თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვირუსთან გარკვეული წესების დაცვით. აქ საუბარია იმ ელემენტარულ წესებზე, რომლის დაცვისკენაც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ და რომელთა შორისაც უმნიშვნელოვანესია პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
ადაპტაციის და მართვის ეტაპზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ვირუსს მართავს, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ წესების აღსრულებაზე განახორციელოს სათანადო კონტროლი, თუმცა ეს არის გაზიარებული პასუხისმგებლობა, თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ ორგანიზაციებს და კერძო სექტორს და თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს მოქალაქეს. სხვაგვარად წარმოუდგენელია ვირუსის გავრცელების შენელება იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ამას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს, ამიტომ ჩვენ გვაქვს არჩეული თანმიმდევრული სტრატეგია.
გვესმის, რომ გარკვეული მცდელობები პანიკის დათესვის არსებობს, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არა ერთი და ორი თვე, არამედ ერთი წელი, ამიტომ, აქ მკაცრ შეზღუდვებზე და სრული ლოკდაუნის გამოცხადებაზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვაცხადებთ წერტილოვან ლოკალურ შეზღუდვებს და ერთის მხრივ წერტილოვანი შეზღუდვებით და მეორე მხრივ, წესების სრული დაცვით ვმართავთ ამ პროცესს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა