გურიის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების ფარგლებში დადგინდა სურსათის მიმწოდებლები, რომლებიც საბავშვო ბაღებს 8 დღის მარაგს აწვდიან; გაიცა დამატებითი მითითებები გენერალური რეცხვა-დეზინფექციისა და პერსონალის ენტერობაქტერიებზე კვლევის შესახებ; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები, რომელთა ლაბორატორიული დასკვნა მიღებისთანავე გასაჯაროვდება.

















