logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნოდარ ხადური ტრანსპორტში ახალი სისტემის შემოღებას ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებად აფასებს
ნოდარ ხადური ტრანსპორტში ახალი სისტემის შემოღებას ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებად აფასებს
14:31 15.09.2012
მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემის შემოღება კიდევ ერთი წინასაარჩევნო ნაბიჯია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოტყუებას ისახავს მიზნად  - ასე შეაფასა „ნიუსპრესთან“ საუბრისას ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნოდარ ხადურმა თბილისის მერიის გადაწყვეტილება დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემის ამოქმედების შესახებ.

„თბილისი არ არის ისეთი დიდი ქალაქი, რომ საათნახევრის განმავლობაში ადამიანს ბევრჯერ მოუწიოს მგზავრობა. შესაბამისად, არ მგონია, რომ ამან რეალური შვება მოუტანოს იმ ხალხს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უწევთ“ - განაცხადა ხადურმა.

მისი თქმით, ახალი მექანიზმი მერიამ იმ ადამიანებზე გათვალა, რომელთაც დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ. თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში, გამოსავალი არა ფასდაკლების ძველი სისტემით გათვალისწინებული შეღავათების გაუქმება, არამედ მარშრუტების გაზრდა იქნებოდა.

„შეგახსენებთ, რომ ადრე არსებობდა ავტობუსების გრძელი მარშრუტები, რომლებიც ხელისუფლებამ თავად შეამოკლა და ადამიანები აიძულა, სამსახურში მისასვლელად ორი-სამი ტრანსპორტი გამოეცვალათ“-განაცხადა ხადურმა.

დედაქალაქის მუნიციპალურ ტრანსპორტში დღეიდან ფასდაკლების ძველი სისტემა უქმდება და ახალი მოქმედებს.

ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულებას ელექტრონული ბარათით - მეტრომანით გადაიხდის, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში, სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს.

ფასდაკლების ძველი სისტემა, რომელიც მუნიციპალური ტრანსპორტით პირველი მგზავრობისას 50 თეთრიან, იმავე დღეს მეორე მგზავრობა 30 თეთრიან, ხოლო მესამე და დანარჩენი მგზავრობა 20 თეთრიან ტარიფს გულისხმობდა, გაუქმებულია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა