შემოდგომის ლეგენდა 2020 -ის იმპროვიზაციული ტური იწყება
17:31 16.10.2020
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მდებარე „ჩაის სახლში“ და მიმდებარე
ტერიტორიაზე, 17 ოქტომბერს, 8:30 საათზე სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2020“ იმპროვიზაციული ტური დაიწყება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაარსების დღიდან ლიტერატურული კონკურსის იმპროვიზაციული ტური ყოველწლიურად კახეთში იმართება, თუმცა პანდემიის გავლენით და ქვეყანაში შექმნი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, კონკურსის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ლეგენდა წელს უნივერსიტეტის ეზოში ჩატარდება.
უწყების ცნობით, წერის მარათონი სახელმწიფოს მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით, სოციალური დისტანციისა და დაცვის საშუალებების გამოყენებით გაიმართება. იმპროვიზაციულ ტურზე გათვალისწინებულია ფინალისტებისთვის, ჟიურის წევრებისთვის და ყველა დამსწრე პირისთვის უსაფრთხო და დისტანცირებული გარემო.