logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „მთავარ არხს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო „მთავარ არხს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
16:32 16.10.2020
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში მორიგი სიცრუე გავრცელდა - პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ბესიკ დონაძემ განაცხადა, რომ ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიაში „ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება, რაც მმართველი პარტიის მხარდამჭერებს არჩევნებში მეორედ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, ზუგდიდის მკვიდრი თენგიზ შეროზია სიუჟეტში ამბობს, რომ მის საკუთრებაში, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობს, უცხო პირები არიან რეგისტრირებული - ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მონაცემთა ბაზის თანახმად, თენგიზ შეროზიას საკუთრებაში რეგისტრირებული არიან მხოლოდ ოჯახის წევრები - მეუღლე და სამი შვილი. შესაბამისად, ტელევიზიის ეთერში გასული განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას.

სიცრუეა სიუჟეტში გასული კიდევ ერთი ფაქტი - თითქოს მხოლოდ ზუგდიდში, არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვა რაიონებიდან 27 000 ადამიანია რეგისტრირებული. სერვისების განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წელს ზუგდიდში დარეგისტრირდა სულ 182 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც მანამდე სხვა რეგიონში ან ქალაქში იყვნენ რეგისტრირებულნი, და არა 27.000, როგორც ამას სიუჟეტის ავტორი და მისი რესპონდენტი აღნიშნავენ.
სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 15 ოქტომბერს ცესკოსათვის გადაცემული მონაცემები ერთ მთავარ პრინციპზეა აგებული - ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. სწორედ ამ მიზნით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეული ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, შეიცავს, მათ შორის, ბიომეტრიულ ფოტოს, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დამატებით მყარ გარანტიას იძლევა.

ასევე ცნობილია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, იუსტიციის სამინისტროში კომპლექსური ღონისძიებები ტარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით. მათ შორის, სააგენტომ ამავე წლიდან დაიწყო პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“.
მას შემდეგ საარჩევნო სიების სრულყოფისთვის სააგენტომ მუშაობა მრავალი მიმართულებით წარმართა. მაგალითად:
 2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10 500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული;
 2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად, იდენტიფიცირებულ იქნა და გაუქმდა 7 700-ზე მეტი გაორებული მონაცემი ან/და გაყალბებული დოკუმენტი;
 2015–2020 წლებში, მონაცემთა ბაზაში სურათის გარეშე და უხარისხო სურათის მქონე ჩანაწერების აღდგენის მიმართულებით განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები და ბიომეტრიული მონაცემების აღება მოქალაქეთა საცხოვრებელ მისამართებზე მოხდა. შედეგად, აღდგენილია 3 500-ზე მეტი ჩანაწერი.
უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 2 861 179 მოქალაქეზე გაიცა ელექტრონული პირადობის მოწმობა, აქედან – 1 742 304 დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეისათვის, პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია. 2012 წელს კი ამომრჩეველთა სიაში ასეთი მონაცემი მხოლოდ 778 207 იყო.
სწორედ ამ გრძელვადიანი და თანმიმდევრული სამუშაოების შედეგია ის, რომ დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა“.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშში, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა