logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კომუნიკაციების ეროვნული კომისია: „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული საკონსულტაციო კომპანიების დასკვნები არ ემყარება ბაზრის კვლევას და ის დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზეა ორიენტირებული
კომუნიკაციების ეროვნული კომისია: „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული საკონსულტაციო კომპანიების დასკვნები არ ემყარება ბაზრის კვლევას და ის დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ ასპექტებზეა ორიენტირებული
14:11 16.10.2020
კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, სიმართლეს არ შეესაბამება. არაერთხელ გვითქვამს, რომ კომუნიკაციების კომისიამ მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო.

"ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია „მაგთიკომის“ მიერ წარმოდგენილი ექვსი საკონსულტაციო კომპანიის დასკვნა არ ემყარება საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევას. შესაბამისად, მათ მიერ იდენტიფიცირებული ე.წ. „რისკები“ ვერ იქნება საფუძვლიანი ან დამაჯერებელი. ასევე, დოკუმენტებში არ არის გათვალისწინებული ან სათანადოდ შეფასებული მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკა MVNO რეგულაციების თაობაზე. დოკუმენტებში მოყვანილი ყველა მსჯელობა და შეფასება არის „სავარაუდო“ და „შესაძლო“, რომელიც დამკვეთის, კომპანია „მაგთიკომის“ მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ - ასახავს, ამასთან ყოველგვარი კვლევისა და დასაბუთების გარეშე.

„მაგთიკომის“ მიერ საკონსულტაციო კომპანიებისთვის დაკვეთილ დასკვნებზე, კომუნიკაციების კომისიის დეტალური, დასაბუთებული პასუხი, რომელიც სრულად სატელეკომუნიკაციო ბაზრის კვლევასა და ანალიზს ემყარება, თან ერთვის აღნიშნულ განცხადებას.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში 1300 ზე მეტი MVNO ოპერირებს და მათი მთლიანი საბაზრო წილი 63,3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ბაზრის 2.46%-ია. მათ შორის ყველაზე მეტი - 139 ვირტუალური ოპერატორი აშშ-შია, მეორე ადგილზეა გერმანია 135 ოპერატორით, ხოლო მსოფლიოს 53 ქვეყანას შორის, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ყველაზე დიდი საბაზრო წილი ვირტუალურ ოპერატორებს დანიაში აქვთ. არსებული პროგნოზებით 2022 წლისთვის MVNO-ების რაოდენობა 18%-ით გაიზრდება და 260 მილიონ აბონენტს მიაღწევს. ხოლო 2025 წლისთვის პროგნოზირებული ზრდა 89,9 მილიარდი აშშ დოლარია, წლიური 7,3% საშუალო ნაზარდით" - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.



კომუნიკაციების კომისიის დეტალური პასუხი იხილეთ აქ


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა