logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან
გიორგი გახარია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან თბილისსა და იმერეთში რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან
15:05 15.10.2020


ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიწვეულნი იყვნენ ეპიდემიოლოგები და ქალაქის მერი, რათა მიეღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„დღეს ჩვენ გვქონდა მთავრობის სხდომა, ამავდროულად, მთავრობის წევრების გარდა მოწვეული გვყავდა ეპიდემიოლოგები, ქალაქის მერი, ძირითადად იმისთვის, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიგვეღო. მოგეხსენებათ, დღეს და ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. გუშინ იყო, მაგალითად, 381 000. დღეს, ჩვენ საქართველოში გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი - 919 ინფიცირებული პირი, რაც, რა თქმა უნდა, უკვე სერიოზული ციფრია და, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში, ჩვენ ნიშნულ - 1000-ს გადავაბიჯებთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მსოფლიოში არ არსებობს ჯერ გზა ეპიდემიის სწრაფი შეჩერებისა, გარდა მკაცრი შეზღუდვების და „ლოქდაუნებისა“, თუმცა ყველას გვესმის, რომ ჩვენ გვაქვს ვირუსის მართვისა და ადაპტაციის თანმიმდევრული და გაცხადებული გეგმა და ამას აქვს თავისი ახსნა და მიზეზი. ამ ახსნის ძირითადი კომპონენტი გახლავთ ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და სწრაფი ეკონომიკური აღდგენა. ყველას უნდა გვახსოვდეს, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, ეკონომიკური კონკურენცია პოსტკრიზისულ ეკონომიკაში იქნება აბსოლუტურად სხვა და ჩვენი მთავარი მიზანია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია ამ მიმართულებით გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რაც არის აუცილებელი და რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. ამ მიმართულებით, იმ ეპიდ-მდგომარეობიდან, რომელიც მე ვთქვი და მოგახსენეთ, რომ არის 919 ახალი ინფიცირების შემთხვევა, საიდანაც 366 გახლავთ თბილისი, 286 აჭარა და 104-იმერეთი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება 22:00-საათიდან. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოგვცემს მხოლოდ და მხოლოდ იმ შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ, თუმცა ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, აქ, ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია: პირველ რიგში, რა თქმა უნდა - მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ორგანიზაციებზე, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და, ასევე, ჩვენს მოქალაქეებზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა