logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ შეძელით და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა
მიხეილ ჩხენკელი: მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს, თქვენ შეძელით და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა
14:55 14.10.2020
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს ეს დიდი წარმატება მიულოცა:

მიხეილ ჩხენკელი: "მინდა გულითადად მივულოცო საქართველოს სასკოლო საზოგადობასა და საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგებს, დირექციასა და მოსწავლეებს „მსოფლიო განათლების კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვედრა. თანამედროვე სკოლის მოდელი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლებში ინერგება, 21-ე საუკუნის პედაგოგიური მეთოდების დანერგვას, პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება საჩხერის საჯარო სკოლაში სწორედ სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სკოლა მსოფლიოს წარმატებულ სკოლებში მოხვდა „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში“ მისი ჩართულობაა. პროგრამა მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს და საქართველოში 700-ზე მეტ საჯარო სკოლაშია დანერგილი. ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან. „ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“ - ეს იყო 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილი. ამ გზავნილის რეალობად ქცევისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს. სწორედ თქვენ შეძელით, აჩვენეთ და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეთ თქვენი ქვეყნის სახელი.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა