logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა
15:18 13.10.2020
აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი, პრინციპების დონეზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ წარადგინა.

კანონპროექტის მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

კანონპროექტის ძირითადი არსი ისაა, რომ იგი არეგულირებს აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს, ადგენს აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებებს და ამ საქმიანობის განხორციელების ზოგად საფუძვლებს.

როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აგროტურიზმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად საკმაოდ დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.

„აღნიშნული კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ეს გახლავს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისათვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა. ასევე განმარტებულია მთელი რიგი ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი აქვე ადგენს შეღავათებს, რომლებიც ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება. ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ კანონპროექტის წარდგენისას.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აქვე გათვალისწინებულია მთელი რიგი სტანდარტების დანერგვა, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა, საგადასახადო შეღავათების გარდა ასევე ხელშეწყობის პროექტების შემუშავება მთავრობის მიერ.

„გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული გვაქვს ის მინიმალური ოდენობა ადგილობრივი პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს მოხმარებული აგროტურისტული სუბიექტების მიერ. თავდაპირველად ეს არის 50%, ხოლო სამომავლოდ - 70%. დღეს ესეც ერთერთი მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხია და ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადაა საჭირო იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი იყოს საზრიანი და მოახერხონ ადაპტირება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

მომხსენებლის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და ევროპული გამოცდილება.

კანონპროექტი ადგენს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს - გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფას, შეღავათიან აგროკრედიტებს, ასევე აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროექტების და პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, გადამზადებას, შესაბამის რეგიონებში ტურისტული ინფარსტრუქტურის და საინფორმაციო ცენტრების მოწყობას და სხვა.

კომიტეტის წევრების შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ძალიან კარგი და მყარი საფუძვლი იქნება რომ აგროტურიზმის მიმართულებით საკმაოდ დიდი ძვრები იყოს ჩვენს ქვეყანაში რეგიონულ ჭრილში სიღარიბის დაძლევის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა