logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს
ევროკავშირი საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედია მომსახურებისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში მიღწეულ შედეგებს წარმატებულად აფასებს
15:13 12.10.2020
საინფორმაციო საზოგადოება, აუდიოვიზუალური მომსახურება და მედიის მნიშვნელობა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, განათლება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი - ეს ის საკითხებია, რომლებიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-4 თემატურ ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. სხდომას, რომელიც მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს ზემოთ ჩამოთვლილ უმნიშვნელოვანეს სფეროებში ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციისა და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების თვალსაზრისით საქართველოს პროგრესის შეფასებას წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად და დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ აუდიოვიზუალური მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების სფეროებში ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გაწეული ძალისხმევა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემაზე მოხდა პოზიციებისა და მოსაზრებების გაცვლა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პოტენციალი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტში და ქვეყნის, როგორც ციფრულ ჰაბად და დატა ცენტრად ჩამოყალიბების უნიკალური შესაძლებლობა.

ამას გარდა, შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა დეტალურად მიაწოდეს ევროკავშირის წარმომადგენლებს ინფორმაცია, რა გადაწყვეტილებებს იღებს კომისია ფიქსირებული და მობილური მომსახურების ბაზრების ლიბერალიზაციის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ფართოზოლოვანი ქსელების განვითარება და 5G ტექნოლოგიის დანერგვის პროცესი, ასევე, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედია მომსახურების დირექტივასთან აპროქსიმაციის თვალსაზრისით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა