საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება დღეს აივ/შიდსის და ტუბერკულოზის ევროპის წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების ქსელის (ERNA) რიგით XVI შეხვედრას უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, ERNA 40 ქვეყნის ეროვნულ საზოგადოებას აერთიანებს და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია ევროპის და ცენტრალური აზიის ეროვნულ საზოგადოებებს შორის ტუბერკულოზის და შიდსის სფროში გამოცდილების, პრაქტიკისა და ინფორმაციის გაზიარება.
ERNA-ს შეხვედრები ყოველწლიურია. შეხვედრა საქართველოში, ბაზალეთის ტბის სასტუმრო კომპლექსში გაიმართება და 18 სექტემბრამდე გაგრძელდება.
შეხვედრის ძირითადი თემაა „მოხალისეობა შიდსისა და ტუბერკულოზის სფეროში“.
ERNA-ს წევრი ქვეყნების გარდა, შეხვედრაზე მოწვეული არიან წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის, ასევე, ხელისუფლებისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

















