logo2
logo2
არქივი
« მაისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღები 10,000-მდე ჰექტარს შეადგენს
სოფლის მეურნეობის სამინისტრო: სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებული ბაღები 10,000-მდე ჰექტარს შეადგენს
15:32 10.10.2020
„მთელი საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს; მათ შორის, 3,000 ჰა კაკლის ბაღია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, კახა კობერიძესთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარის, ბაბეკ ნიაზოვის კაკლის ბაღში იმყოფებოდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ზემო არქევანში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ფერმერმა ბაბეკ ნიაზოვმა კაკლის ბაღი გააშენა. 4 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენების და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის ფერმერმა 16,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, მათ შორის, 10,000 ლარზე მეტი ნერგების შესაძენად, ხოლო 6,000 ლარზე მეტი - წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის. წელს ბაბეკ ნიაზოვი პირველ მოსავალს, 5 ტონა კაკალს ელოდება. ბაღში 10 ადგილობრივია დასაქმებული.

ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილის, კახა კობერიძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის.

პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა