logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი გახარია: გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება; შარშანდელზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა უკვე გვაქვს შესყიდული და მისი მოწოდება უკვე შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება
გიორგი გახარია: გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება; შარშანდელზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა უკვე გვაქვს შესყიდული და მისი მოწოდება უკვე შემდეგი კვირიდან ეტაპობრივად დაიწყება
13:31 07.10.2020
მთავრობას, საქართველოს, შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გრიპის ვაქცინას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან.

„დღეს, სამწუხაროდ, გლობალურად, საკმაოდ სერიოზული დეფიციტი შეიქმნა, გასაგები დეფიციტი, გასაგები მიზეზების გამო, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. აქვე მინდა გითხრათ, რომ მთავრობას, საქართველოს, შესაბამისი დაწესებულების, უწყებების საშუალებით, შარშანდელ მოცულობაზე ბევრად უფრო მეტი რაოდენობა აქვს უკვე შესყიდული. ამ შესყიდული რაოდენობის მოწოდება საქართველოში ეტაპობრივად დაიწყება უკვე შემდეგი კვირიდან. ჩვენ დამატებითი მოცულობების შესყიდვაც უკვე განვახორციელეთ და ეტაპობრივად ვაგრძელებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრიპის ვაქცინის დეფიციტი ქვეყანაში არ იქნება, მაგრამ ამას სჭირდება ეტაპობრივი მიდგომა და აქ, არანაირი პანიკის დაწყების აუცილებლობა. გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპის სეზონი საქართველოში იწყება ნოემბრის მეორე ნახევრიდან და შესაბამისად, საკმაოდ დრო გვაქვს იმისთვის, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ და სახელმწიფოს ვალდებულებებიც სრულად შევასრულოთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ვირუსის, პანდემიის შემდეგი გამოწვევა, პირველ ეტაპზე ეს იყო საერთოდ უცნობი მოვლენა მსოფლიოსთვის, დღეს ამ უცნობობის ახალი ხარისხი შემოაქვს ამ თანხვედრას ვირუსის და გრიპის ერთმანეთთან თანხვედრა რა შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ გადაზღვეული გვაქვს და არანაირი პრობლემა იმაში, რომ კერძო სექტორსაც მივეხმაროთ, თუმცა მათ თავისი პასუხისმგებლობები აქვთ და ისინი თავის მხრივ აგრძელებენ ამ შესყიდვებს. ჩვენ მათაც დავეხმარებით და საქართველოში, გრიპის ვირუსის აცრის ნაწილში, დეფიციტი არ იქნება“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა